„ესკარგო“ ახალციხეში დაფუძნებული ლოკოკინების ფერმაა, რომლის კონცეფცია სამცხე-ჯავახეთის მდიდარ კულინარიულ მემკვიდრეობასა და მრავალწლიან ოჯახურ გამოცდილებას ეყრდნობა.
რეგიონი გამოირჩევა ლოკოკინის მოხმარების გამორჩეული კულტურით, სადაც ეს პროდუქტი ტრადიციული გასტრონომიის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ბრენდის ისტორია პირადი გამოცდილებიდან იწყება, თავდაპირველად პროდუქტი ოჯახისა და სტუმრებისათვის მზადდებოდა, თუმცა მზარდმა ინტერესმა და დადებითმა შეფასებებმა საქმიანობის განვითარებას და კომერციულ ფორმატში ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
დღეს„ესკარგო“ ადგილობრივი ტრადიციების, ხარისხზე ორიენტირებული წარმოებისა და სამცხე-ჯავახეთის ავთენტური კულინარიული იდენტობის თანამედროვე ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.