ესკარგო · სამცხე-ჯავახეთი

ახალციხის გემო

01 05

გაიცანით ჩვენი ოჯახური ლოკოკინების ფერმა, სადაც ადგილობრივი კულინარიული ტრადიცია ახალ გამოცდილებად იქცევა.

ფერმის ტური

აღმოაჩინეთ ჩვენი ფერმა

02 05

გაეცანით მოშენების სრულ ციკლს და შეიტყვეთ, როგორ ვუვლით და ვკვებავთ ლოკოკინებს.

ტური და დეგუსტაცია

დააგემოვნეთ განსხვავებული

03 05

დაათვალიერეთ ფერმა და დააგემოვნეთ აქვე, ახალციხეში მომზადებული ლოკოკინის კერძები.

კულინარიული მასტერკლასი

შექმენით ახალი გემო

04 05

ჩვენთან ერთად მოამზადეთ ლოკოკინის კერძი და აღმოაჩინეთ, რომელი ინგრედიენტები უხდება მას.

ჩვენი პროდუქცია

გემო, რომელიც თან მიგაქვთ

05 05

გაეცანით ლოკოკინის პროდუქციის არჩევანს და შეარჩიეთ შეფუთვა თქვენი შემდეგი კერძისთვის.

ლოკოკინების ფერმა ახალციხეში ლოკოკინების ფერმა ახალციხეში ლოკოკინების ფერმა ახალციხეში ლოკოკინების ფერმა ახალციხეში ლოკოკინების ფერმა ახალციხეში

ჩვენ შესახებ

„ესკარგო“ (Escargot) ახალციხეში დაფუძნებული ლოკოკინების ფერმაა, რომლის კონცეფცია სამცხე-ჯავახეთის მდიდარ კულინარიულ მემკვიდრეობასა და მრავალწლიან ოჯახურ გამოცდილებას ეყრდნობა.

სერვისები

ფერმის ტური

სერვისი მოიცავს ლოკოკინების ფერმის დათვალიერებასა და მათი მოშენების სრული ციკლის გაცნობას. ტურის განმავლობაში სტუმრები ეცნობიან ლოკოკინების მოვლის, კვებისა და ფერმის ინფრასტრუქტურის თავისებურებებს, ასევე ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მათი გამრავლების სპეციფიკას.

კულინარიული მასტერკლასი

მასტერკლასზე ლოკოკინების კერძის მომზადების პროცესს გაეცნობით და მასში თავადაც მიიღებთ მონაწილეობას. შეიტყობთ, როგორ მზადდება პროდუქტი კერძისთვის, რა ინგრედიენტები უხდება მას და როგორ იქმნება საბოლოო გემო. მასტერკლასი მათთვისაა, ვისაც ახალი კულინარიული გამოცდილების მიღება სურს.

ტური და დეგუსტაცია

შემეცნებითი და გასტრონომიული გამოცდილების კომბინაცია. ლოკოკინების ფერმის დათვალიერებისა და წარმოების პროცესის გაცნობის შემდეგ, სტუმრებს საშუალება აქვთ, დააგემოვნონ ფერმაში მომზადებული ლოკოკინის ექსკლუზიური დელიკატესები.

ბლოგი

    საყიდლების კალათა0

    თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.