ესკარგო · სამცხე-ჯავახეთი
გაიცანით ჩვენი ოჯახური ლოკოკინების ფერმა, სადაც ადგილობრივი კულინარიული ტრადიცია ახალ გამოცდილებად იქცევა.
ფერმის ტური
გაეცანით მოშენების სრულ ციკლს და შეიტყვეთ, როგორ ვუვლით და ვკვებავთ ლოკოკინებს.
ტური და დეგუსტაცია
დაათვალიერეთ ფერმა და დააგემოვნეთ აქვე, ახალციხეში მომზადებული ლოკოკინის კერძები.
კულინარიული მასტერკლასი
ჩვენთან ერთად მოამზადეთ ლოკოკინის კერძი და აღმოაჩინეთ, რომელი ინგრედიენტები უხდება მას.
ჩვენი პროდუქცია
გაეცანით ლოკოკინის პროდუქციის არჩევანს და შეარჩიეთ შეფუთვა თქვენი შემდეგი კერძისთვის.
„ესკარგო“ (Escargot) ახალციხეში დაფუძნებული ლოკოკინების ფერმაა, რომლის კონცეფცია სამცხე-ჯავახეთის მდიდარ კულინარიულ მემკვიდრეობასა და მრავალწლიან ოჯახურ გამოცდილებას ეყრდნობა.
სერვისი მოიცავს ლოკოკინების ფერმის დათვალიერებასა და მათი მოშენების სრული ციკლის გაცნობას. ტურის განმავლობაში სტუმრები ეცნობიან ლოკოკინების მოვლის, კვებისა და ფერმის ინფრასტრუქტურის თავისებურებებს, ასევე ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მათი გამრავლების სპეციფიკას.
მასტერკლასზე ლოკოკინების კერძის მომზადების პროცესს გაეცნობით და მასში თავადაც მიიღებთ მონაწილეობას. შეიტყობთ, როგორ მზადდება პროდუქტი კერძისთვის, რა ინგრედიენტები უხდება მას და როგორ იქმნება საბოლოო გემო. მასტერკლასი მათთვისაა, ვისაც ახალი კულინარიული გამოცდილების მიღება სურს.
შემეცნებითი და გასტრონომიული გამოცდილების კომბინაცია. ლოკოკინების ფერმის დათვალიერებისა და წარმოების პროცესის გაცნობის შემდეგ, სტუმრებს საშუალება აქვთ, დააგემოვნონ ფერმაში მომზადებული ლოკოკინის ექსკლუზიური დელიკატესები.
თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.